logo_geo
eng_logo
ბორის ჯონსონი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის გამო, გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის მოწვევას მოითხოვს
- +

4 მარტი. 2022. 11:52

 

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დღეს დილით უკრაინის პრეზიდენტს ტელეფონით ესაუბრა. ბორის ჯონსონის პრესსამსახურის ცნობით, საუბრის თემა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმა გახდა.

 

„პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ პუტინის უგუნურმა ქმედებებმა შეიძლება ახლა პირდაპირი საფრთხე შეუქმნას მთელი ევროპის უსაფრთხოებას. მან თქვა, რომ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ სიტუაცია კიდევ უფრო არ დამძიმდეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

 

ამასთან, ბორის ჯონსონი აპირებს შექმნილი სიტუაციის გამო, გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომის გამართვას მიაღწიოს.

 

რუსეთის მხრიდან დაბომბვის შედეგად, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი გაჩნდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner