logo_geo
eng_logo
გია გაბრიჭიძე ენმ-ზე: მილიონ-ნახევარი დოლარი გამოუყვეს თავიანთ ლობისტებს, რათა მაქსიმალურად შეუშალონ ხელი ქართველი ხალხის ევროკავშირში მიღებას
- +

4 მარტი. 2022. 13:58

 

 

„ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს მტერია, ახალი ამბავი ნამდვილად არ არის და ამას არა მხოლოდ მათი შიდა „საქმეებიდან“ ვხედავდით, არამედ კარგად გვახსოვს, თუ როგორ ბომბავდნენ წერილებით ევროპულ სტრუქტურებს, საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის შეჩერების მოთხოვნით. დღესაც მილიონ ნახევარი დოლარი გამოუყვეს თავიანთ ლობისტებს, რათა მაქსიმალურად შეუშალონ ხელი ქართველი ხალხის ევროკავშირში მიღებას“, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი გია გაბრიჭიძე.

 

მისი თქმით „ნაციონალური მოძრაობა“ ვერ შეძლებს თავიანთი სიბოროტის შესრულებას და ისე გაიქცევიან, როგორც გიენები ლომის გამოჩენის დროს.

 

„ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს მტერია, ახალი ამბავი ნამდვილად არ არის და ამას არა მხოლოდ მათი შიდა „საქმეებიდან“ ვხედავდით, არამედ კარგად გვახსოვს, თუ როგორ ბომბავდნენ წერილებით ევროპულ სტრუქტურებს, საქართველოსთვის ვიზა-ლიბერალიზაციის შეჩერების მოთხოვნით. გვახსოვს ე.წ. სახალხო დამცველის „დანოსები“, რომლებიც ბოღმით და ტყუილით ერთიერთში ჰგავს 1937 წელში ჩეკაში დაწერილ „დანოსებს“. და დღესაც მილიონ ნახევარი დოლარი გამოუყვეს თავიანთ ლობისტებს, რათა მაქსიმალურად შეუშალონ ხელი ქართველი ხალხის ევროკავშირში მიღებას. არაუშავს. ვერ შეძლებენ თავიანთი სიბოროტის შესრულებას და ისე გაიქცევიან, როგორც გიენები ლომის გამოჩენის დროს“, - წერს გია გაბრიჭიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner