ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
„ნეხვის შემგროვებლები!
თურმე, ამ ნეხვის შემგროვებელმა პარაზიტმა (რუსული პასპორტი რომ უდევს ჯიბეში), აგვისტოს ომში გამდიდრებულ თაღლითთან მოილაპარაკა, უცხოელ ლობისტებს მილიონნახევარი ამერიკული დოლარი უნდა დავახარჯოთ, რათა ევროკავშირში გაწევრიანება „ქართულ ოცნებას“ და ირაკლი ღარიბაშვილს არ მიეწეროსო. ბოლოს და ბოლოს, ჩვენი გაკეთებული საქმე სხვას „რეიზა“ უნდა დაბრალდესო?!
ამ უბედურებმა რომ გაიგონ, ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელი ვინ მოაწერა, ჯავრისაგან ერთ კვირაში დაიხოცებიან. არ უთხრათ, არ გაუმხილოთ, იყვნენ, იცოცხლონ, გავერთოთ.
ამას, არჩევნების წინ ,,ლაფატკით'' ნეხვს რო აგროვებს ხოლმე, ჰგონია, მილიონნახევარი დოლარით სიმართლეს დამალავს და სამი ჩიქორთული ე.წ. ტელევიზიით რეალობას გადაფარავს. სამი პირობითად ვთქვი, თორემ მწამს, „აქუს“ „უბორნიასაც“ არ დატოვებს უფულოდ.
მილიონნახევარი დოლარი უცხოელ ლობისტებს, მაქარაშვილებსა და მისნაირებს რაღა? მაგათ, ალბათ, „ხაზარ“' მიხედავს!
რაც შეეხება დროშის ტარებს, ბუშტებს, პლაკატებს, თუთუნს, „პერაშკებსა“ და ძეხვეულობას, ეგ „ჭუტას“ კისერზეა!
გაზიან სასმელებსა და პურში გახვეულ სალათის ფოთოლს თემურ ჭყონია მოიტანს!
არა, მე მაინც ძალიან მიკვირს, ეგეთი დუპლეტები რანაირად არიან, რომ მილიონნახევარი დოლარით ღარიბაშვილისა და ,,ქართული ოცნების'' ღვაწლის წაშლას ცდილობენ?
არადა, თქვე „კეთილებმიკუკნებულებო“, ამ ფულით რამდენიმე მაგარი ფერმა ან სათბური აშენდებოდა... ბოლო-ბოლო, უკრაინაში მაინც გააგზავნეთ, გაჭირვებულ ხალხს წაეშველეთ.
ფუჰ... ყარხართ!!!“ - წერს გელა ზედელაშვილი.