logo_geo
eng_logo
დინა მირცხულავა: თუ ომი არ მინდა - რუსეთუმე ვარ?!
- +

4 მარტი. 2022. 15:53

 

 

თუ ომი არ მინდა, თუ ყველა დედა მეცოდება, აქეთაც და  იქითაც, ვისაც შვილი უკვდება.

 

იმიტომ რომ თვითონ ვარ შვილმკვდარი დედის შვილი და ნაცნობი წვაა ჩემთვის.

 

„იქით“ კი განსაკუთრებით ისინი მეცოდებიან, იარაღი ძალით რომ ააღებინეს ხელში და ეს სისხლისღვრა აიძულეს.

 

ზელენსკიზე მეტად თუ ის პატარა ბიჭი არის ჩემთვის გმირი, აფხაზეთის ერთ -ერთ სოფელში რომ ტანკს შეუვარდა (ნაღმით ხელში), რომელიც სოფლის სტადიონზე თუ სკოლის ეზოში პატარა გოგონებს დასდევდა გასაჟუჟად.

 

თუ ვფიქრობ, რომ დიახ,  ქვეყნის მეთაურს უნდა უყვარდეს თავისი ქვეყანა.

 

დიახ, უნდა იბრძოდეს თავისი ქვეყნის თავისუფლებისთვის.

 

დაიახ, უნდა იყოს მაგალითი მისი ხალხისთვის და ამაში განსაკუთრებული არაფერია...

 

თუ იმის მომხრე ვარ, რომ  ძლიერნი ამა სოფლისანი, დასხდნენ და მოილაპარაკონ...

 

თუ მინდა, რომ 21-ე საუკუნეში არ იბომბებოდეს არც უკრაინა, არც ლიბია, არც ავღანეთი და არც საქართველო  - რუსეთუმე ვარ?!

 

უკვე ვეღარ ვუძლებ ამდენ მხარეებს - მიშისტები, ბიძინისტები, კომუნისტები, პუტინისტები, ზელენსკისტები...

 

შედით, ჩემს ბლოგზე და ნახეთ აფხაზეთის ომზე კომენტარები, მე ვითხოვე, რომ ყველას დაეწერა, საკუთარი ისტორია.

 

დღეს აღვშფოთდით ხომ რუსეთის ფაშიზმზე?!

 

და დღეს ისინი, ვინც გულზე მჯიღს იცემთ (ღმერთმა დაგვიფაროს, ყველა არა !) აფხაზეთიდან გამოსულებს ჩამოთრეულებს ეძახდით, ბავშვებს არ ათამაშებდით ლტოლვილების შვილებთან.

 

ახლა რომ მეგმირებით აქ... საკუთარ სისხლს და ხორცს დღემდე იმას აძახებთ - რას გამორბოდით, ბოლომდე რატომ არ მოკვდითო იქ.

 

ადამიანები, რომლებიც წელიწადზე მეტს იბრძოდნენ უიარაღოდ ან უკეთეს შემთხვევაში ჟანგშეჭმული იარაღებით.

 

ყველაფერი არც ითქმება და არც იწერება ....

 

დიდება ღმერთს (მარტო ღმერთს უხდება დიდება და იმიტომ!) და გამარჯვება უკრაინას“

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner