logo_geo
eng_logo
ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: არასაფრენ ზონად უკრაინის გამოცხადება ნიშნავს NATO-ს კონფლიქტში ჩართვას, რადგან NATO-ს ძალებმა უნდა უზრუნველყონ ცის დაცვა
- +

4 მარტი. 2022. 15:55

 

 

ძალიან რთული და სერიოზული სიტუაციაა. პირადად მე შოკირებული ვარ ატომურ სადგურზე შეტევის განხორციელებით. ეს წარმოუდგენელი რამ არის, ამის შესახებ ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იან ლიპავსკიმ განაცხადა.

 

მისი თქმით, NATO არ უნდა ჩაერიოს ამ კონფლიქტში.

 

„ძალიან რთული და სერიოზული სიტუაციაა. პირადად მე შოკირებული ვარ ატომურ სადგურზე შეტევის განხორციელებით. ეს წარმოუდგენელი რამ არის. უნდა გავაძლიეროთ NATO-ს აღმოსავლეთის ფლანგი. მთელი საერთაშორისო საზოგადოება უნდა გაერთიანდეს და დაგმოს საერთაშორისო კანონმდებლობის გვერდის ავლა და ბირთვული რეგულაციების უგულებელყოფა. ცალსახად მინდა გითხრათ, რომ NATO არ უნდა ჩაერიოს ამ კონფლიქტში. NATO თავდაცვითი ორგანიზაციაა, რაც ნიშნავს, რომ ჩვენ წევრები უნდა დავიცვათ. არასაფრენ ზონად უკრაინის გამოცხადება ნიშნავს NATO-ს კონფლიქტში ჩართვას, რადგან NATO-ს ძალებმა უნდა უზრუნველყონ ცის დაცვა. ჩეხეთი და სხვა წევრები უკრაინას აწვდიან იარაღს და ამიტომ უკრაინელებს შეუძლიათ გააძლიერონ საჰაერო სივრცის დაცვა, ეს უკეთესი გამოსავალია“, - განაცხადა იან ლიპავსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner