logo_geo
eng_logo
ბექა მჭედლიშვილი: კრისტინა აგილერას, ვანესა მეის და სკორპიონსის შედარებას არ დავიწყებ ტოტო კუტუნიოსთან...
- +

7 აგვისტო. 2016. 23:16


ბექა მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის" მიერ Black Sea Arena-ში მოწვეული მომღერლების კრიტიკას პასუხობს:



„ნაცები, ნანა ჟორჟოლიანის თამადობით რომ ადარებენ მიშას დროს საქართველოში ჩამოყვანილ მომღერლებს და ახლა Black Sea Arena-ში ჩამოყვანილ მომღერლებს ძალიან მეცინება, უფრო სწორად იმას რომ ამბობენ, მაშინ თუ არ გიხაროდათ, ახლა რატომ გიხარიათო.

 

ნუ კრისტინა აგილერას, ვანესა მეის და სკორპიონსის შედარებას არ დავიწყებ ტოტო კუტუნიოსთან და დაობებულ ვარსკვლავებთან საიდანაც მიშას კარის მომღერლები მილიონებს ღუნავდნენ, მაგრამ ვერ ვხვდები მართლა ასეთი შტერები არიან რომ ვერ ხედავენ სხვაობას იმაში რომ ახლა ბიძინა ივანიშვილს ჩამოყავს ეს მომღერლები და შემოსული ფული ბიუჯეტში ირიცხება განსხვავებით ბიუჯეტის ფულით ჩამოყვანილი მომღერლებისგან, თუ იმ ოპერის გაგრძლებაა ჩიჩინი რომ ჭრის."- წერს მჭედლიშვილი. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner