logo_geo
eng_logo
ირაკლი ლატარია სააკაშვილზე: ამ კაცის მონები ახლა გამოდიხართ - პუტინისგან გამოქცეული ტურისტი არ მიიღოთო და ვინმეზე საუბრობთ რუსების ეშინიათო?
- +

4 მარტი. 2022. 18:46

 

 

„ჩემი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი რუსებს თავისი ნებით აძლევდა აფხაზეთს, ანუ ყოფდა აფხაზეთს და ამის შემდეგ გამოდიხართ და სააკაშვილის რაიმე ინტერესს იცავთ? თქვენ ხართ ჩვეულებრივი რუსული მე 5 კოლონა, რომლებიც ახლა ყველაფერს აკეთებთ, რომ ევროკავშირში შესვლაზეც შეგვექმნას პრობლემა“, - წერს ანალიტიკოსი ირაკლი ლატარია და აზიარებს ვიდეოს, სადაც სააკაშვილი ჰყვება, როგორ გაუგზავნა მედვედევს წერილი, სთავაზობდა სოხუმის აეროპორტის დაკანონებას და სომხეთზე რკინიგზით სარგებლობას.

 

„ამის შემდეგ ვუგზავნი მედვედევს წერილს, სადაც ვთავაზობ: ჩვენ დაგიკანონებთ სოხუმის აეროპორტს, დაგიკანონებთ ყველა ეკონომიკურ ინტერესს ბიჭვინთაში, გაგრაში, სოხუმში, დაგიკანონებთ რკინიგზით სარგებლობას და გავხსნით რკინიგზას სომხეთზე, პრაქტიკულად ყველაფერს გაგიკეთებთ რაც თქვენ გინდათ. პრინციპში მათ ჩვენ მუქთად გრძელვადიან პერსპექტივაში ვუკანონებდით აფხაზეთს“, - ციტირებს ლატარია სააკაშვილს.

 

„ჩემი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი რუსებს თავისი ნებით აძლევდა აფხაზეთს, ანუ ყოფდა აფხაზეთს და ამის შემდეგ გამოდიხართ და სააკაშვილის რაიმე ინტერესს იცავთ? თქვენ ხართ ჩვეულებრივი რუსული მე 5 კოლონა, რომლებიც ახლა ყველაფერს აკეთებთ, რომ ევროკავშირში შესვლაზეც შეგვექმნას პრობლემა!!! მთელი უცხოეთი საუბრობდა ამ დროს, რომ სააკაშვილი უკანონებდა რუსებს აფხაზეთსო და მართლაც რუსებმა, დაიკანონეს!!! და ამ კაცის მონები ახლა გამოდიხართ და პუტინისგან გამოქცეული ტურისტი არ მიიღოთო და ვინმეზე საუბრობთ რუსების ეშინიათო?“ - წერს ლატარია facebook-ზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner