logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: მოვუწოდებთ ვლადიმირ პუტინს, შეწყვიტოს ომი და გამოიყვანოს ჯარი უკრაინიდან ყოველგვარი პირობების გარეშე
- +

4 მარტი. 2022. 18:54

 

 

NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსის წევრი ქვეყნები მოუწოდებენ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს, შეწყვიტოს ომი უკრაინის წინააღმდეგ და გამოიყვანოს ჯარი ქვეყნის ტერიტორიიდან ყოველგვარი პირობების გარეშე.

 

ამის შესახებ იენს სტოლტენბერგმა NATO-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენელთა საგანგებო სხდომის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

 

„ჩვენ მრავალი თვის განმავლობაში ვაფრთხილებდით, რომ პრეზიდენტ პუტინს განზრახული ჰქონდა უკრაინის ტერიტორიაზე შეჭრა. სწორედ ამიტომ ალიანსის წევრი ქვეყნები იყენებდნენ მთელ ძალისხმევას დიპლომატიური გამოსავლის მოსაძებნად. ამავდროულად, ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ რუსეთი გადაიხდიდა ძალიან მაღალ ფასს უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიისთვის. ახლა რუსეთი იხდის ამ ფასს. ამ ომს პუტინი გეგმავს და ახორციელებს მშვიდობიანი უკრაინის წინააღმდეგ. ჩვენ მოვუწოდებთ პრეზიდენტ პუტინს, შეწყვიტოს ეს ომი დაუყოვნებლივ, გამოიყვანოს მისი ძალები უკრაინიდან ყოველგვარი პირობის გარეშე და მიიღოს მონაწილეობა დიპლომატიაში ახლა“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner