logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეთნიკურად რუსი შესაძლოა, საქართველოს ძირძველი მოქალაქე იყოს
- +

4 მარტი. 2022. 18:55

 

 

„ვინც არის სამართალდამრღვევი და არ არის ქვეყანაში მისაღები, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უნდა იყოს დიფერენცირებული და განსხვავებული მიდგომა, თუმცა არავითარ შემთხვევაში ეს არ შეიძლება იყოს ეთნიკურ ნიადაგზე,“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ ჩართვისას განაცხადა.

 

იგი ამით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებას გამოეხმაურა. სარჯველაძე მიიჩნევს, რომ კობახიძის მიერ დღეს გაკეთებული განცხადება „თანადროული და პასუხისმგებლობიანი განცხადებაა“.

 

მისი თქმით, ამ თვალსაზრისით საზოგადოებაში გაკეთებული განცხადებები არ შეიძლება, წახალისდეს და ასევე არ შეიძლება წარმოჩინდეს, როგორც სწორი პოზიცია.

 

„მნიშვნელოვანია, პასუხისმგებლობიანი განცხადებები გაკეთდეს პოლიტიკოსების, იურისტების მხრიდან თუ რამდენად სახიფათო შეიძლება იყოს, ასეთი ტენდენციების, ნაპერწკლების საზოგადოებაში გაღვივება.

 

ვინც არის სამართალდამრღვევი და არ არის ქვეყანაში მისაღები, ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უნდა იყოს დიფერენცირებული და განსხვავებული მიდგომა, თუმცა არავითარ შემთხვევაში ეს არ შეიძლება იყოს ეთნიკურ ნიადაგზე. ეს უნდა გამოირიცხოს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ეთნიკურად რუსი შესაძლოა, საქართველოს ძირძველი მოქალაქე იყოს. ამაზეა საუბარი. არის დღეს პოლიტიკური პარტია საქართველოში, რომელიც არა მარტო ამის გამო, არამედ ბევრი სხვა მიზეზის გამო ახალისებს საქართველოში საბრძოლო მოქმედებების პერსპექტივებს, სამწუხაროდ, ეს შესაძლებელია, ძალიან ცუდის მანიშნებელი ტენდენცია და რიტორიკა შეიძლება იყოს მათი მხრიდან“, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ აგორებს კამპანიას საქართველოში რუსი ეროვნების მოქალაქეებისთვის დისკრიმინაციული შეზღუდვების შემოღების შესახებ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner