ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
„ადე, იოსება პაპავ, ადე, შენც მოგადგნენ!
მაროუშ მაშკევიჩი (პოლონეთის ელჩი):
,,თუ კონკრეტული მოცემულობების გამო, საქართველოს არ აქვს საშუალება, რომ სანქციებს შეუერთდეს, ქვეყანას შეუძლია, გადადგას ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი - დახუროს სტალინის სახლ-მუზეუმი, რომელიც დღემდე არსებობს გორში“.
უკაცრავად კი ვარ მსოფლიო დიპლომატიასთან, მაგრამ ხან მგონია, ესენი უკრაინის ომით ერთობიან!
რა სტალინი, რომელი ბიძია თომა, სადაური ტიმოთე, შე უსაქმურო?!
ადე-მეთქი, იოსება პაპავ, ერთხელ რუსთაველზე ჩაიარე და ყველაფერი დასრულდება!
ვეღარ გავიგეთ, ესენი საიდან მოვიდნენ და რა უნდათ?!
ვააახ, კაცოოოო... გორში სტალინის სახლ-მუზეუმი დახურეთო!“ - წერს გელა ზედელაშვილი.