logo_geo
eng_logo
გელა ზედელაშვილი: ადე-მეთქი, იოსება პაპავ, ერთხელ რუსთაველზე ჩაიარე და ყველაფერი დასრულდება!
- +

4 მარტი. 2022. 19:13

 

 

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.

 

„ადე, იოსება პაპავ, ადე, შენც მოგადგნენ!

 

მაროუშ მაშკევიჩი (პოლონეთის ელჩი):

,,თუ კონკრეტული მოცემულობების გამო, საქართველოს არ აქვს საშუალება, რომ სანქციებს შეუერთდეს, ქვეყანას შეუძლია, გადადგას ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი - დახუროს სტალინის სახლ-მუზეუმი, რომელიც დღემდე არსებობს გორში“.

 

უკაცრავად კი ვარ მსოფლიო დიპლომატიასთან, მაგრამ ხან მგონია, ესენი უკრაინის ომით ერთობიან!

 

რა სტალინი, რომელი ბიძია თომა, სადაური ტიმოთე, შე უსაქმურო?!

 

ადე-მეთქი, იოსება პაპავ, ერთხელ რუსთაველზე ჩაიარე და ყველაფერი დასრულდება!

 

ვეღარ გავიგეთ, ესენი საიდან მოვიდნენ და რა უნდათ?!

 

ვააახ, კაცოოოო... გორში სტალინის სახლ-მუზეუმი დახურეთო!“ - წერს გელა ზედელაშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner