ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს.
„თუ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამ სიბინძურეში გაერევა და ასეთი ბანერების ფონზე „ნაცმოძრაობის“ აქტივს მიმართავს, როგორც ქართველ ხალხს, შემდეგ ჩვენ გვექნება მორალური უფლება, მოვიქცეთ და ვილაპარაკოთ სხვანაირად!
თუ რუსთაველის გამზირზე ამ სიბინძურეს გამოფენენ და ზელენსკი ჩვენი სახელმწიფოს ძაგებას მოჰყვება, მაშინ უფლებამოსილნი ვიქნებით, განვაცხადოთ: დაე, ყველამ თავისი მკვდარი იტიროს!
მე ქედს ვიხრი უკრაინელი ხალხის წინაშე, მაგრამ იმ ქართველი კაცის ლანძღვას, რომელმაც ძალიან ბევრი გააკეთა და იგივე უკრაინელ ხალხს მილიონი დოლარი გადაურიცხა, ვერავის ვაპატიებ!
ძალიან გთხოვთ, იქონიეთ სინდისი, ნუ გაგვაბოროტებთ!
ასე რომ... პრეზიდენტ ზელენსკის ჯერ კიდევ აქვს დრო, არ დაუშვას საბედისწერო შეცდომა და არ მიიღოს მონაწილეობა ,,ნაციონალების'' დადგმულ ბინძურ სპექტაკლში!
სხვათა შორის, „ნაცებს“ ისეთ სირცხვილში გაქვთ თავი გაყოფილი, ვერასდროს ჩამოირეცხავთ!
ქართველ ხალხს კი არაფერი სჭირს ჩამოსარეცხი!!!“- წერს გელა ზედელაშვილი.