დავით უსუფაშვილის თქმით, გიორგი პაპუაშვილის განცხადებას, რომ მას უთვალთვალებენ, რეაგირება აუცილებლად უნდა მოჰყვეს.
პარლამენტის თავმჯდომარის თვლის, რომ ეს საკითხი სწრაფად უნდა იქნას შესწავლილი და გარკვეული, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფოს ჩრდილი ადგება.
„ამგვარ განცხადებებს რეაგირება აუცილებლად უნდა მოჰყვეს. იმიტომ, რომ ჯერ ერთი, თემაა უკიდურესად დასაგმობი და არა იმ შემთხვევაში მხოლოდ, როდესაც ის რომელიმე თანამდებობის პირს შეეხება. ზოგადად, თემაა ძირში ამოსაძირკვი და თუ სადმე ვინმე მსგავს ამბავს გამოამზეურებს ეს უნდა იქნას ძალიან სწრაფად შესწავლილი, სხვათა შორის, იმის მიუხედავად, ვინ სჩადის ამას. იმიტომ, რომ მე ზოგჯერ მრჩება შთაბეჭდილება, რომ აქ საქმე გვაქვს რაღაც არა სახელმწიფო-სახელისუფლებო საცეცებთან, არამედ, რაღაც სხვა ტიპის მოვლენებთან, იმიტომ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებმა გააჩინა იმის საშუალება, რომ მე და თქვენც ამ წუთში შეიძლება ვიღაც ფარულად გვწერს, ისე, რომ ვერ ვხედავთ. ასე რომ, ეს თემა უნდა იქნას, ყველა შემთხვევაში გარკვეული, იმიტომ, რომ ჩრდილი ადგება სახელმწიფოს, როგორც ბოროტმოქმედს-თუ მან ჩაიდინა, ხოლო თუ ასეთი რამ ხდება და ის ვერ ავლენს სხვა ბოროტმოქმედს, მაშინ როგორც ბოროტმოქმედებასთან არაეფექტურად მებრძოლს. ამიტომ, სახელმწიფო და სათანადო ორგანოები პასუხისმგებლობას ვერ აიცილებენ აქედან, თუმცა, არც ისეა საქმე, რომ ნებისმიერი ასეთი განცხადება მივიღოთ, როგორც დადასტურებული ფაქტი და თან, მაინცდამაინც, როგორც პოლიტიკური ნიშნით ჩადენილი",- აღნიშნა დავით უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან შეხვედრისას.