სოციალურ ქსელში ია მეტრეველის მხარდასაჭერი განცხადება ვრცელდება:
„ია მეტრეველი საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტს ჰაერივით სჭირდება! თუ რატომ ვფიქრობ ასე?! შევეცდები მოკლედ დავაფიქსირო ჩემი აზრი; ფართო საზოგადოება ქალბატონ იას იცნობს მისი ოჯახური, ენითაუწერელი ტრაგედიით, თუმცა ქალბატონი ია, მისი პირადი ტრაგედიის მიუხედავად, იმ ჯოჯოხეთურ და საშიშ წლებში ახერხებდა და გვედრით ედგა უამრავ ადამიანს, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს გამეტებულნი იყვნენ საზარბაზნე ხორცად. ბევრია ისეთი ადამიანი, რომლებიც უშუალოდ ია მეტრეველის თანადგომით გადაურჩა უამრავ ბოროტებას, ამაზე თავად ისინი საუბრობენ. ძალიან მარტივი უნდა იყოს ჩვენთვის გასაგებად, თუ რა შეიძლება უნდოდეს ქალბატონ იას პარლამენტში;
1. მას რაც ყველაზე ძვირფასი გააჩნდა არ ჰყავს!
2. იგი, მიუხედავად თავისი მძიმე მორალური მდგომარეობისა, ინარჩუნებს შინაგან, ადამიანურ ძალებს და გვერდით უდგას უამრავ სამართლებრივად თუ მორალურად განადგურებულ მოქალაქეებს!
3. მისი პიროვნება თუ ვინმემ იცით, დამეთანხმებით, რომ ის არის უაღრესად კეთილშობილი, გულისხმიერი, განათლებული, ადამიანის შემბრალებელი და კარ ოჯახში აღზრდილი, ჭეშმარიტად ქართველი ქალბატონი! ამიტომ ია მეტრეველი ახალ პარლამენტში აუცილებლად უნდა იყოს და მერწმუნეთ ის იქნება გაჭირვებული და უფლებადარღვეული ადამიანების ხმა და დამცველი!!! სხვა მისია მას არ გააჩნია!!!
მაგრამ ეს ჩვენზე, ხალხზე იქნება დამოკიდებული. ახლა სანთლით ნაძებნი ადამიანები უნდა შევარჩიოთ ჩემო ძვირფასო ადამიანებო, თორემ ხედავთ, ლუსტრირებულია პოლიტიკოსების თითქმის 90%!!!"