logo_geo
eng_logo
ენტონი ბლინკენი: აშშ მზად არის, ყველაფერი გააკეთოს, რაც საჭიროა უკრაინაში ომის შესაჩერებლად
- +

4 მარტი. 2022. 19:59

 

 

აშშ მზად არის, ყველაფერი გააკეთოს, რაც საჭიროა უკრაინაში ომის შესაჩერებლად, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა.

 

„ჩვენ ერთად ვდგავართ პრეზიდენტ პუტინის მიერ არჩეული ომის წინაშე: არაფრით პროვოცირებული, გაუმართლებელი ომი, რომელსაც საშინელი, შემზარავი შედეგები აქვს რეალური ადამიანებისთვის“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.

 

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ აშშ ყველაფერს გააკეთებს, რათა ომი შეჩერდეს.

 

მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთის შეჭრამ ასევე საფრთხე შეუქმნა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩამოყალიბებულ ფუნდამენტურ პრინციპებს, რომელიც მნიშვნელოვანია მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner