logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: მინდა მივმართო ევროპის ხალხებს, მხარი დაუჭირეთ უკრაინას, იმიტომ რომ თუ უკრაინა დაეცემა, დაეცემა ევროპაც
- +

4 მარტი. 2022. 22:50

 

 

„მინდა მივმართო ევროპის ხალხებს. მოგიწოდებთ გამოხვიდეთ ქუჩებში და მხარი დაუჭიროთ უკრაინას, ჩვენს ბრძოლას, იმიტომ რომ თუ უკრაინა დაეცემა, დაეცემა ევროპაც“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა ვიდეომიმართვაში, რომელითაც ევროპის შვიდ ქალაქს, მათ შორის თბილისს მიმართა.

 

„მინდა საუკეთესო სურვილებით მივმართო ევროპელ ხალხს და უკრაინელ ხალხს. ესაა ხალხი, რომელიც იცავს სახლს, უკრაინას, ჩვენ ევროპას, თქვენს ევროპას. ჩვენ ვიცავთ ჩვენს ქვეყანას რუსული თავდასხმისგან, რუსეთის შემოჭრისგან, რუსეთის ომისგან და რუსეთის აგრესიისგან. დღეს ჩვენ ყველანი ჯარისკაცები ვართ, ზოგი ვემსახურებით არმიას, ზოგი სკალპელით ხელში ქირურგიულ ოპერაციებს აკეთებს, რათა გადაარჩინო ბავშვები და ოჯახები. ჩვენ ერთად ვდგავართ ბოროტების წინააღმდეგ. სამი წუთი მაქვს მიმართვისთვის. პირველი წუთი მინდა დავუთმო მათ და მადლობა გადავუხადო, ვინც იბრძვის ჩვენი ქვეყნისთვის, ჯარისკაცებს, პოლიციელებს, რომლებიც გმირობას ჩადიან და თავს სწირავენ. მინდა პატივი მივაგო გარდაცვლილების ხსოვნას წუთიერი დუმილით. მეორე წუთი მინდა მივუძღვნა მათ ხსოვნას, იმ ხალხს, ზრდასრულებს, ბავშვებს, რომლებიც დაიღუპნენ სამშობლოსთვის და სიცოცხლე გაწირეს თავისი ქვეყნისთვის. მოდით, წუთიერი დუმილით მივაგოთ მათ ხსოვნას პატივი. მადლობა. მინდა მივმართო ევროპის ხალხებს. მოგიწოდებთ გამოხვიდეთ ქუჩებში და მხარი დაუჭიროთ უკრაინას, ჩვენს ბრძოლას, იმიტომ, რომ თუ უკრაინა დაეცემა, დაეცემა ევროპაც. ნუ იქნებით ჩუმად. გამოდით და გამოხატეთ მაქსიმალური მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. თუ გავიმარჯვებთ და დარწმუნებული ვარ, გავიმარჯვებთ, ეს იქნება თავისუფლების გამარჯვება, ეს იქნება სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვება და ამ გამარჯვების მერე ევროპა უფრო აყვავებული და წარმატებული იქნება. დიდება უკრაინას. ბრატისლავა, პრაღა, ლიონი, პარიზი, თბილისი, ფრანკფურტი, მადლობა. დღეს ყოველი თქვენგანი უკრაინელია. მადლობა თქვენ ამისთვის“, - განაცხადა ზელენსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner