ომის დაწყებიდან უკრაინულმა ჯარმა რუსეთის 39 თვითმფრინავი და 40 ვერტმფრენი გაანადგურა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების განცხადებით, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემა აგრძელებს მტრის ავიაციის განადგურებას და იერიშების მიტანას ტექნიკის კოლონებსა და ოკუპანტების ცოცხალ ძალაზე.
გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსულმა საოკუპაციო ჯარმა ბრძოლაში 3 „სუ-25“ და 3 ვერტმფრენი დაკარგა.