logo_geo
eng_logo
ჯონ კირბი: პუტინის რეჟიმი ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგურისთვის ცეცხლის გახსნით კიდევ ერთხელ ნაბიჯს დგამს ტერორისტული სამეფოსკენ
- +

5 მარტი. 2022. 11:37

 

 

„პუტინის რეჟიმი ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგურისთვის ცეცხლის გახსნით კიდევ ერთხელ ნაბიჯს დგამს ტერორისტული სამეფოსკენ,“ - ამის შესახებ განაცხადა აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კირბიმ.

 

იგი რუსეთის მიერ ზაპოროჟიეში მდებარე ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის დაბომბვისა და დაკავების ფაქტს გამოეხმაურა.

 

„ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ უგუნურობას, რომლითაც რუსეთი არაფრით პროვოცირებულ თავდასხმას ახორციელებს და უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს ლახავს. ამიტომ ელექტროსადგურზე თავდასხმა მეტისმეტად სახიფათოა. მას შეიძლებოდა გაცილებით მეტი ზარალი მოჰყოლოდა როგორც უკრაინის, ისე მისი მეზობელი ქვეყნებისთვის. ამიტომ ელექტროსადგურზე თავდასხმა სამხედრო დანაშაულია. პუტინის რეჟიმი ევროპაში უდიდესი ატომური ელექტოსადგურისთვის ცეცხლის გახსნით კიდევ ერთხელ ნაბიჯს დგამს ტერორისტული სამეფოსკენ“, - განაცხადა კირბიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner