logo_geo
eng_logo
ბორის ჯონსონი უკრაინელებს: წარმოუდგენელია, რას განიცდით ახლა, ყველაფერი, რაც გვიყვარს, ინგრევა
- +

5 მარტი. 2022. 12:29

 

 

„აშშ-თან და ევროკავშირთან ერთად ყველაზე ძლიერი სანქციები ავამოქმედეთ და ამ შეზღუდვებს მანამდე გავზრდით, სანამ რუსეთს არ შევაჩერებთ,“ - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა უკრაინის მოსახლეობისადმი საგანგებო მიმართვაში განაცხადა.

 

ჯონსონმა უკრაინელებს მეტი სოლიდარობის ნიშნად მათ მშობლიურ ენაზეც მიმართა.

 

„მინდა მოგმართოთ უკრაინელებს, მათ ვინც დიდ ბრიტანეთში, თავად უკრაინაში, ან მეზობელ ქვეყნებში იმყოფებით. წარმოუდგენელია, რას განიცდით ახლა. ყველაფერი, რაც გვიყვარს, ინგრევა. დიდი ბრიტანეთი მხარს გიჭერთ თქვენ. ყველაფერს ვაკეთებთ როგორც დახმარებისთვის, ასევე პუტინის შესაკავებლად. აშშ-თან და ევროკავშირთან ერთად ყველაზე ძლიერი სანქციები ავამოქმედეთ და ამ შეზღუდვებს მანამდე გავზრდით, სანამ რუსეთს არ შევაჩერებთ. ყოველდღე ვეკონტაქტები პრეზიდენტ ზელენსკის. გაოგნებული ვარ უკრაინელი ხალხის გმირობით“, - განაცხადა ჯონსონმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner