logo_geo
eng_logo
ბორის ჯონსონი: პუტინი ჩიხში აღმოჩნდა და ხედავს მხოლოდ ერთ გამოსავალს - გააგრძელოს უდანაშაულო მოსახლეობის განადგურება
- +

5 მარტი. 2022. 12:30

 

 

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი მიიჩნევს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩიხში აღმოჩნდა და ამის გამო მხოლოდ გააძლიერებს თავდასხმებს უკრაინაზე.

 

„პუტინი ვერ ხედავს სხვა გამოსავალს ჩიხიდან, რომელშიც აღმოჩნდა, გარდა იმისა, რომ გააგრძელოს უდანაშაულო ევროპულ ქალაქებში უდანაშაულო მოსახლეობის განადგურება“, - განაცხადა ჯონსონმა.

 

მან ასევე რუსეთის მეთაური იუგოსლავ დიქტატორ სლობოდან მილოშევიჩს შეადარა.

 

„არსებობს ძლიერი ანალოგია ბოლო წლებში სლობოდან მილოშევიჩისა და პუტინის ქმედებებს შორის. ორივე ლიდერი ძალაუფლების სათავეში დიდი ხნის განმავლობაში იყო, ორივე სულ უფრო ავტოკრატი ხდებოდა და ცდილობდა საკუთარი პოზიციების გამყარებას“, - აღნიშნა ჯონსონმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner