ჯორჯიან ბასი, ომნიბუსი, სმარტი, დანკინი, მეამა ქოლექთი, ბასკინ რობინსი, მედ დიაგნოსტიკა, იუნიქი, კოფისტა - საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინიციატივით, ქუთაისის აეროპორტში არსებული ბიზნესები უკრაინის მოქალაქეებისთვის ერთიანდებიან.
მარტის თვის ბოლომდე, დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში უკრაინის მოქალაქის პასპორტის წარდგენისას ქუთაისის აეროპორტის კონტრაქტორი კომპანიები მათ გარკვეულ სერვისებს უსასყიდლოდ გაუწევენ.
უკრაინის ყველა მოქალაქეს, ვინც გადაადგილდება ქუთაისის აეროპორტის მიმართულებით, ან ჩამოფრინდება აეროპორტში და საქართველოს სხვა ქალაქში გეგმავს გამგზავრებას, ჯორჯიან ბასი და ომნიბუსი უფასო ტრანსპორტირებას შესთავაზებენ.
უკრაინის მოქალაქე მგზავრებისთვის ქუთაისის აეროპორტში ხელმისაწვდომი იქნება უფასო ტესტირება COVID 19-ზე, უფასო ცივი, ცხელი სასმელები და საკვები.
ქციის დეტალებთან დაკავშირებით, რომელიც საგანგებოდ უკრაინის მოქალაქეებისთვის საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინიციატივითა და მისი პარტნიორი კომპანიების უშუალო ჩართულობით დაიგეგმა, გთხოვთ მიმართოთ ქუთაისის აეროპორტის ქოლ ცენტრს 0431237000.
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება კონტრაქტორ კომპანიებთან ერთად, ამ უმძიმეს დღეებში სოლიდარობას უცხადებს უკრაინელ ხალხს და შესაძლებლობების ფარგლებში უკრაინის მოქალაქე მგზავრებს მაქსიმალურად ეხმარება“, - აცხადებენ აეროპორტების გაერთიანებაში.