logo_geo
eng_logo
მარიუპოლიდან და ვოლნოვახიდან მოსახლეობის ევაკუაცია იწყება
- +

5 მარტი. 2022. 15:41

 

 

უკრაინის ქალაქებიდან, მარიუპოლიდან და ვოლნოვახიდან სამოქალაქო მოსახლეობის ევაკუაცია იწყება. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხეილ პოდოლიაკი ავრცელებს.

 

„9:00 საათიდან „სიჩუმის რეჟიმი“ გამოცხადდა. ვადასტურებთ ინფორმაციას, რომ შეიქმნება ჰუმანიტარული დერეფნები. რაც შეეხება ქალაქების რაოდენობას, ეს მხოლოდ დასაწყისია. შეიქმნება სამუშაო მოდელი, რის შემდეგაც ევაკუაცია სხვა ქალაქებიდან და სოფლებიდანაც განხორციელდება“, - ამბობს პოდოლიაკი.

 

უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი 3 მარტს გაიმართა. მხარეები მხოლოდ ჰუმანიტარული დერეფნების ორგანიზებაზე შეთანხმდნენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner