logo_geo
eng_logo
უკრაინული Forbes-ი: უკრაინის არმიამ $3 მილიარდის ღირებულების რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა
- +

5 მარტი. 2022. 19:54

 

 

„მიმდინარე ომის განმავლობაში, უკრაინის არმიამ 331,2 მილიარდი რუბლის, ანუ დაახლოებით 3 მილიარდი დოლარის ღირებულების რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა“, - ინფორმაციას Forbes-ის უკრაინის ბიურო ავრცელებს.

 

მედიასაშუალების ცნობით, განადგურებულ აღჭურვილობას შორისაა 33 თვითმფრინავი, 37 ვერტმფრენი, 251 ტანკი და 939 ერთეული ჯავშანტექნიკა.

 

„კერძოდ, ტანკები, რომლებიც უკვე განადგურებულია, რუსეთს 1 მილიარდი დოლარი დაუჯდა, ხოლო ჯავშანტექნიკა - 0,6 მილიარდი დოლარი, თვითმფრინავები და ვერტმფრენები ერთად - 1,1 მილიარდი დოლარი“, - წერს უკრაინული Forbes-ი.

 

მედიასაშუალებამ რუსეთის ზარალი სამხედრო აღჭურვილობის ერთეულთა ღირებულების ღია წყაროებით გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით დათვალა.

 

Forbes-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზეც გამოქვეყნდა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner