ფრანგული Le Figaro-ს ინფორმაციით, ქვეყნის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი რუსეთში მომუშავე 15 მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს შეხვდა. მედიის ცნობით, მაკრონმა მათ ურჩია, თავი შეიკავონ რუსეთის ბაზრის დატოვების შესახებ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებისგან.
„პრეზიდენტმა მათ მისცა რეკომენდაცია, არ გამოვიდნენ რუსული ბაზრიდან“, - წერს გამოცემა.
Le Figaro-ს ინფორმაციით, მაკრონთან შეხვედრას ისეთი მსხვილი კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ, როგორებიცაა: Société générale-ი, Engie-ი, Airbus-ი, Safran-ი, Arianespace-ი, Thales-ი, Eramet-ი და Air Liquide-ი.