logo_geo
eng_logo
მარტვილში პროექტი „განახლებული რეგიონები“ ხორციელდება
- +

5 მარტი. 2022. 19:59

 

 

 

მარტვილის  მუნიციპალიტეტში, სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, თავისუფლების ქუჩაზე არსებული შენობების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს.

 

პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება თავისუფლების ქუჩაზე არსებული შენობების ფასადებს. სამუშაოების ნაწილი დასრულებულია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მერიის და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის ფასადების რეაბილიტაცია. ასევე განხორციელდება თავისუფლების ქუჩაზე გზის გამყოფი სკვერის და ტროტუარების რეაბილიტაცია.

 

სახელმწიფო პროგრამა „განახლებული რეგიონები" პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაიწყო და 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს. ახალი სახელმწიფო პროგრამა რეგიონების ურბანულ განახლებას ითვალისწინებს, რაც მნიშვნელოვანი ობიექტების განვითარებას გულისხმობს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner