logo_geo
eng_logo
მაია სანდუ: გონჩარენკოს განცხადება მოლდოვაში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადების შესახებ სიცრუეა
- +

5 მარტი. 2022. 21:14

 

 

მოლდოვას პრეზიდენტი უკრაინელი დეპუტატის, ოლექსი გონჩარენკოს განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც მოლდოვაში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადება იგეგმება.

 

როგორც მაია სანდუ Facebook-ზე წერს, ეს განცხადება სიცრუეა. პრეზიდენტის განმარტებით, არანაირი ნიშანი არ არსებობს იმისა, რომ მოლდოვა უკრაინაში ომის გამო რისკების წინაშეა და და არ არსებობს ამ კონფლიქტში მოლდოვის სამხედრო მონაწილეობაზე მინიშნება.

 

„მობილიზაციის შესახებ ბრძანება არ გაცემულა. კონსტიტუციის თანახმად, მოლდოვა ნეიტრალური სახელმწიფოა. ჩვენ არანაირად არ მივღებთ მეზობელ ქვეყანაში კონფლიქტში მონაწილეობას.

 

კიდევ ერთხელ ვიმეორებთ მოწოდებას შემოწმდეს ყველა ინფორმაცია და გამოყენებული იყოს მხოლოდ სანდო და ოფიციალური წყაროები. ძალადობისკენ მოწოდებით ან მშვიდობის დაღვევის საფრთხის შემცველი ყალბი ამბების გავრცელება ისჯება კანონით“, - წერს მოლდოვა პრეზიდენტი მაია სანდუ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner