logo_geo
eng_logo
ზელენსკიმ ამერიკელ სენატორებს უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემა სთხოვა
- +

5 მარტი. 2022. 21:14

 

 

უკრაინის პრეზიდენტი ამერიკელ სენატორებს ესაუბრა. როგორც ამერიკული მედიის წყაროები აცხადებენ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მათ კვლავ უკრაინის თავზე არასაფრენი ზონის გამოცხადებისა და ქვეყნისთვის საბრძოლო იარაღის მიწოდებისკენ მოუწოდა.

 

მათივე ცნობით, ის ითოვს რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას და რუსეთის Visa და Mastercard-დან გათიშვას.

 

სენატის უმრავლესობის ლიდერის, ჩაკ შუმერის განცხადებით კი, ზელენსკიმ მოკავშირეებს უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემა სთხოვა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner