logo_geo
eng_logo
ავსტრიაში მცხოვრებმა ქართველებმა ვენაში ანტი-ოკუპაციური აქცია გამართეს
- +

8 აგვისტო. 2016. 10:14



7 აგვისტოს, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაიმართა ანტი-ოკუპაციური აქცია, რომელიც მიეძღვნა რუსეთ-საქართველოს ომის 8 წლის თავს.


ავსტრიაში მცხოვრებმა ქართველებმა  გაიხსენეს აგვისტოს ომი და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ომში დაღუპულ გმირებს.  მათ, ასევე, შეახსენეს ეუთოსა და ევროპულ საზოგადოებას, რომ საქართველოს ოკუპაცია რუსეთის მიერ დღემდე გრძელდება ე.წ. "მცოცავი ოკუპაციის" სახით.


აქციის მონაწილეებს შეურთდნენ უკრაინისა და ჩეჩნეთის დიასპორის წარმომადგენლები. აქციის ბოლოს მონაწილეებმა სანთლებით გამოსახეს საქართველოს რუკა ეუთოს შენობის წინ.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner