7 აგვისტოს, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაიმართა ანტი-ოკუპაციური აქცია, რომელიც მიეძღვნა რუსეთ-საქართველოს ომის 8 წლის თავს.
ავსტრიაში მცხოვრებმა ქართველებმა გაიხსენეს აგვისტოს ომი და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ომში დაღუპულ გმირებს. მათ, ასევე, შეახსენეს ეუთოსა და ევროპულ საზოგადოებას, რომ საქართველოს ოკუპაცია რუსეთის მიერ დღემდე გრძელდება ე.წ. "მცოცავი ოკუპაციის" სახით.
აქციის მონაწილეებს შეურთდნენ უკრაინისა და ჩეჩნეთის დიასპორის წარმომადგენლები. აქციის ბოლოს მონაწილეებმა სანთლებით გამოსახეს საქართველოს რუკა ეუთოს შენობის წინ.