„იმდენი მოთმინება მაქვს, ფეისბუქის მეშვეობით რომ არ გეომო. იმდენი შეგნება მაქვს - დედაშენს რომ არ შევეხო. მაგრამ ამას რომ არ გაპატიებ - დარწმუნებული იყავი!“, - ასე ეხმიანება ექსპერტი დავით ქართველიშვილი გია ნოდიას ფეისბუკსტატუსს, რომლის თანახმად ნოდია რუსეთის მოქალაქეებს უკრაინის და საქართველოს სიმბოლიკით სიარულისკენ და რუსული ენის გამოყენებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.
„დედაჩემის რუსი და უკრაინელი წინაპრები საქართველოში (ქიზიყში) ცხოვრობენ 1870-იანი წლიდან. ეს არსებები თურმე ფიქრს იწყებენ - წარმოშობით ნახევრად რუს დედაჩემს და მის რუს ნათესავებს რა უნდა უყონ? და დედაჩემს - აგრესიით ემუქრება, რუსულ ენაზე საუბრის შემთხვევაში? Ghia Nodia - იმდენი მოთმინება მაქვს, ფეისბუქის მეშვეობით რომ არ გეომო. იმდენი შეგნება მაქვს - დედაშენს რომ არ შევეხო. მაგრამ ამას რომ არ გაპატიებ - დარწმუნებული იყავი!“ - წერს ქართველიშვილი facebook-ზე.