logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: პოლიტიკოსებს მეტი რამ გვმართებს, 21-ე საუკუნის ფაშიზმის ინიციატორები არ გავხდეთ
- +

5 მარტი. 2022. 23:45

 

 

„ჩვენ უნდა განვსაზღვროთ, რომ როდესაც ჩამოდის ერთი მოქალაქე რუსეთიდან, შეიძლება აქ ავტომატურად იმის თქმა, რომ რახან რუსია მას ქვეყანაში შემოსვლა ავუკრძალოთ?! ეს ფაშიზმი არ იქნება?!“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა.

 

„პოლიტიკოსებს ცოტა მეტი რამ გვმართებს - 21-ე საუკუნის ფაშიზმის ინიციატორები არ გავხდეთ. კაცობრიობამ დიდი ხანია უარი თქვა ასეთ მიდგომებზე და ადამიანი კაცობრიობის მტრად განიხილება, რომელიც ქადაგებს იმას, რომ უნდა დავაჯგუფოთ ადამიანები და რაღაც ნიშნის მიხედვით დისკრიმინაცია უნდა ჰქონდეს ადგილი. არ შეიძლება თქმა, რომ რომელიმე ეთნიკური კუთვნილება ან ეროვნული წარმომავლობა წარმოადგენს ზიზღის მიზეზს. ჩვენი კონსტიტუციური ღირებულებაა ამის საპირისპირო, რომელიც ამბობს, რომ არ შეიძლება ადამიანების დაყოფა და დისკრიმინაცია რაღაცა ნიშნის მიხედვით: სქესის, მათ შორის ეროვნების მიხედვით. პირდაპირ ვიძახი, ფაშისტურია ვთქვათ, რომ გავემიჯნოთ რუსეთს, მაგრამ გამიჯვნა გამოიხატებოდეს იმაში, რომ დისკრიმინაციულ მოპყრობას საფუძველი დავუდოთ“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner