„შავი ზღვის სანაპიროზე მდებარე ქალაქ ოჩაკოვში კიდევ ერთი რუსული თვითმფრინავი, სუ-25 გაანადგურეს“, - ინფორმაციას უკრაინის გენშტაბი საზღვაო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.
„აღსანიშნავია, რომ ჩამოგდებული თვითმფრინავი „უკანასკნელ“ რეისზე 2014 წელს მიტაცებული საკის (ნოვოფედოროვკა) აეროდრომიდან აფრინდა“, - აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, თვითმფრინავის პილოტები ტყვედ აიყვანეს.