საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა რომან კაკულიამ, „ქრონიკაში“ სტუმრობისას, უკრაინაში არსებულ ვითარებასა და, ამ კონტექსტში, დასავლეთის პოზიციაზე ისაუბრა.
„ამ ეტაპზე, სანქციებით, დასავლეთი საკუთარ თავს უფრო იცავს, ვიდრე - უკრაინას. ბოლო პერიოდში, ძალიან დამკვიდრდა ფრაზა „სახის შენარჩუნება“. ეს 21-ე საუკუნის ტერმინია და ნიშნავს, რომ არსებობს მიზნები, რომლებიც შესაბამისობაში არ არიან დეკლარირებულ ღირებულებებთან. ხშირად დგება მომენტი, როდესაც ისეთი სახის შენარჩუნებაა საჭირო, როგორიც ეს დეკლარირებულ ღირებულებებს შეესაბამება. სამწუხაროდ, დასავლეთი ამის წინაშე დადგა და მას მოუწია აღიარება, რომ მის მიერ დეკლარირებული ღირებულებები გაცილებით არაეფექტიანი იყო“, - აღნიშნა რომან კაკულიამ.