„დასავლეთის ძირითადი მიზანი გახდა მსოფლიო ომის თავიდან აცილება, მაგრამ უკრაინის პრობლემა ისეა შუაში გაჩერებული, უწევთ იმის აღიარება, რომ ვერ ჩაერევიან კონფლიქტში უკრაინის სასარაგებლოდ და არავინ იცის, როგორ იქნება ეს უკრაინის შემდეგ“, - ამის შესახებ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „პოლიტიკური არჩევანის“ დამფუძნებელმა რომან კაკულიამ „შაბათის ქრონიკაში“ განაცხადა.
მისივე თქმით, სავარაუდოდ ვლადიმერ პუტინი არ გაჩერდება და აუცილებლად შეეცდება უკრაინაში რეჟიმის შეცვლას.
„პუტინისთვის არავითარი აზრი არა აქვს უკან დახევას. როგორც კი გაძლიერდება წინააღმდეგობა, გაზრდის შეიარაღების კალიბრს. აღარაფერს არ მოერიდება. რაც ატომურ ელექტროსადგურზე მოხდა, ეს ევროპის გაფრთხილება იყო“, - განაცხადა რომან კაკულიამ.