logo_geo
eng_logo
მარია ზახაროვა: უკრაინაში შექმნილი ვითარების ფონზე, ნატოს სურვილი, დახმარება გაუწიოს ბოსნია-ჰერცეგოვინას და საქართველოს, დაბნეულობას იწვევს
- +

6 მარტი. 2022. 00:45

 

 

„უკრაინაში შექმნილი ვითარების ფონზე, ნატოს სურვილი, დახმარება გაუწიოს ბოსნია-ჰერცეგოვინას და საქართველოს, დაბნეულობას იწვევს“, - ამის შესახებ მარია ზახაროვამ განაცხადა.

 

რუსეთის საგარეო უწყების პრესსპიკერის თქმით, ნატო შეეცდება თავის რიგებში ახალი ქვეყნების მოზიდვას უკრაინაში კონფლიქტის საბაბით.

 

„უკრაინაში შექმნილი ვითარების ფონზე, ნატოს სურვილი, დახმარება გაუწიოს ბოსნია-ჰერცეგოვინას და საქართველოს, დაბნეულობას იწვევს, რომელიც მათი თქმით, შეიძლება ამ ქვეყნებშიც გავრცელდეს. ცხადია, ნატო გამოიყენებს „უკრაინის ომის“ საბაბს, რათა თავის რიგებში სულ უფრო მეტი ქვეყანა შეიყვანოს. ალიანსის მუშაობა გავლენის სფეროს გასაფართოებლად გრძელდება“, – აღნიშნა ზახაროვამ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner