„ერთხელ რომ ჩაიდენ უკანონობას, მერე იმას მოჰყვება ყველაფრის უფლების ის ატმოსმფერო, რომელმაც არა მარტო უამრავი ადამიანი ჩააგდო ძალიან მძიმე მდგომარეობაში, არამედ შექმნა ადამიანების ჯგუფი, რომლებმაც დანაშაული ჩაიდინეს და ამ მექანიზმში მოექცნენ, რომელიც სააკაშვილმა შექმნა“, - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„შენ თუ ერთხელ დაუშვებ და იტყვი, რომ რაღაც მიზეზის გამო, რუსეთი დანაშაულს სჩადის და პუტინი სადისტურად იქცევა უკრაინაში, ამის გამო თუ დაუშვებ იმას, რაც არ გეკადრება არც მორალურად, არც ვაჟა-ფშაველას ქვეყნიდან გამომდინარე, არც ისტორიულად და მით უმეტეს, თუკი კანონს გადააბიჯებ გარკვეულ ასპექტებში, ეს მიიღებს ისეთ მიმართულებას, რასაც ფაშიზმი ჰქვია. თავიდან გერმანიაშიც ეგრე იყო, გვჩაგრავენ ებრაელებიო, ფულადი რესურსები მათ ხელშია და განვითარება იქამდე მივიდა, რასაც ჰოლოკოსტი ჰქვია“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.