რუსეთის საოკუპაციო ძალების საავიაციო აღჭურვილობა მძიმე და დიდ დანაკარგს განიცდის. ინფორმაციას უკრაინული მხარე ავრცელებს.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, განადგურებულია ოკუპანტების 88 თვითმფრინავი და ამავე რაოდენობის ვერტმფრენი.
„რუსული ჯარი დემორალიზებულია, მნიშვნელოვან დანაკარგს განიცდიან როგორც სამხედრო ტექნიკის ასევე ადამიანური რესურსების თვალსაზრისით“, - აცხადებენ უკრაინის გენერალურ შტაბში.
უკრაინის უშიშროებისა და თავდაცვის ძალების შეიარაღებული ძალები და ქვედანაყოფები ახორციელებს თავდაცვით ოპერაციას სამხრეთ, აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ ოპერაციულ ზონებში, რათა მოიგერიოს აგრესორი მხარის შეიარაღებული ძალების თავდასხმის ჯგუფების შეტევა.
გენერალური შტაბის ინფორმაციით, ჩერნიგოვის დასაცავად ჩრდილოეთით ოპერაცია გრძელდება.
უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების დაჯგუფებამ კონცენტრირება მოახდინა მტრის საჰაერო და სარაკეტო დარტყმების მოსაგერიებლად.