logo_geo
eng_logo
თინა ხიდაშელი: მთავარია, ოთახს რომ დავტოვებთ დარჩენილებმა ამრეზით არ გამოგვაყოლონ მზერა...
- +

8 მარტი. 2016. 01:48


საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი მანდილოსნებს ქალთა დღეს ულოცავს:

 

„დედის დღე მესმის, მამის დღეც რომ გვქონდეს ძალიან კარგი იქნებოდა, ასე მგონია, ბევრ ქვეყანაში აქვთ, სასიამოვნოა. კიდევ ბევრი დღე მესმის, 8 მარტი არ მესმის და მომკალით.

 

დღესასწაული ასე მესმის- უნდა მიულოცო, ადამიანებს მოეფერო, განსაკუთრებით მოექცე, დააფასო. რაღაც ასეთი.

თუმცა ალბათ ყველას ჩვენებურად გვესმის ის რის გამოც 8 მარტი საჭირო გახდა.

ხოდა შევეცდები მოგილოცოთ ქალებო.

 

პირველ რიგში ქალებო! ძალიან მაგარი სიტყვაა, საქართველოში რატომღაც ეუხერხულებათ -- ქალბატონებს, მანდილოსნებს ამბობენ. ქალი თითქოს ცუდი სიტყვა იყოს. არ ვიცი თუ შეგიმჩნევიათ. დააკვირდით, მე ხშირად მიგრძვნია. შენიშვნაც კი მიმიცია.

 

ყველაზე მთავარი კი ალბათ მაინც ის არის, რომ ჩვენ რომ ოთახს დავტოვებთ დარჩენილებმა ამრეზით, ან დანანებით, ან სისუსტის აღმნიშვნელი მიმიკით არ გამოგვაყოლონ მზერა. შენი თანდასწრებით თანასწორს საქმეში, შენს არ ყოფნაშიც თანასწორად განგიხილავდნენ;

შენი თანდასწრებით პარტნიორს საქმეში, შენს არ ყოფნაშიც გეპარტნიორებოდნენ;

შენი თანდასწრებით- ადვილად მისაღწევი ჩანს უკვე. ეს ბრძოლა მეტნაკლებად მოგებულია.

შენს არ ყოფნაში-  მიმიკის და მზერის ბრძოლაში გამარჯვებას ვუსურვებ საკუთარ თავსაც და გისურვებთ ქალებო!"- წერს ხიდაშელი სოციალურ ქსელში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner