logo_geo
eng_logo
თეთრი სახლის ინფორმაციით, ჯო ბაიდენი „ვიზას“ და „მასტერქარდის“ მხრიდან რუსეთში საქმიანობის შეჩერებას მიესალმება
- +

6 მარტი. 2022. 12:29

 

 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს.

 

„პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა დღეს საღამოს საუბარი გამართა უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან. პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა აშშ-ის, მისი მოკავშირეებისა და პარტნიორების, ასევე კერძო სექტორის მიმდინარე ქმედებებს, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის გამო, რუსეთისთვის საფასურის გადახდისკენაა მიმართული. ის მიესალმა „ვიზას“ და „მასტერქარდის“ მხრიდან რუსეთში საქმიანობის შეჩერებას.

 

პრეზიდენტმა ბაიდენმა აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია ზრდის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ დახმარებას უკრაინის მიმართ და მჭიდროდ თანამშრომლობს კონგრესთან დამატებითი დაფინანსების უზრუნველსაყოფად. პრეზიდენტმა ბაიდენმა კიდევ ერთხელ გამოთქვა შეშფოთება რუსეთის მხრიდან უკრაინის ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის გამო და მაღალი შეფასება მისცა იმ უკრაინელი ოპერატორების უნარებს და გამბედაობას, რომლებმაც რეაქტორები უსაფრთხო მდგომარეობაში შეინახეს. ლიდერებმა ასევე განიხილეს რუსეთსა და უკრაინას შორის ბოლო დროს გამართული მოლაპარაკებები“,- ნათქვამია თეთრი სახლის განცხადებაში.

 

შეგახსენებთ, „ვიზამ” და „მასტერქარდმა” რუსული ბაზრიდან გასვლის შესახებ განაცხადეს.  „მასტერქარდის” განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსული ბანკები ვეღარ ისარგებლებენ მათი ქსელით და კომპანიის მიერ რუსეთის ფარგლებს გარეთ დამზადებული ბარათები აღარ იმოქმედებს რუსეთის მაღაზიებსა და ბანკომატებში.

 

„ვიზას” ფინანსურ კომპანიაში განაცხადეს, რომ უახლოეს დღეებში რუსეთში გაცემული მათი ბარათები აღარ იმუშავებს ქვეყნის ფარგლებს გარეთ და რუსეთის ფარგლებს გარეთ ფინანსური ინსტიტუტების მიერ გაცემული ნებისმიერი „ვიზას” ბარათი აღარ იმუშავებს რუსეთის ფედერაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner