logo_geo
eng_logo
ალექსეი რეზნიკოვი: კრემლს ჯერ არ სურს ფიასკოს აღიარება, მაგრამ ეს დრო ახლოსაა
- +

6 მარტი. 2022. 13:27

 

 

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო უწყების პირველი პირის, ალექსეი რეზნიკოვის მომდევნო მიმართვას ავრცელებს.

 

„კრემლს ჯერ არ სურს ფიასკოს აღიარება, მაგრამ ეს დრო ახლოსაა. საოკუპაციო ძალებში უკმაყოფილება და მათი დემორალიზაცია იზრდება. მტერს მნიშვნელოვანი დანაკარგი აქვს, მათი 90-მდე თვითმფრინავი და ვერტმფრენია განადგურებული. დატყვევებულია მათი ზოგიერთი მფრინავი. ისინი მნიშვნელოვანი მოწმეები არიან მომავალ სამხედრო ტრიბუნალზე. მაშინ, როცა ვიღაცას უკრაინის ცის დახურვის ეშინია, ჩვენი არმია თავის საქმეს აკეთებს და მტერს ანადგურებს“, - აღნიშნავს მინისტრი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner