logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ბრაზმა უნდა გაგვაერთიანოს ბოროტების წინააღმდეგ, ყველა მოქალაქე, მავთულხლართის ორივე მხარეს
- +

8 აგვისტო. 2016. 10:25



ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე 2008 წლის აგვისტოს მოვლენებს იხსენებს და აღნიშნავს, რომ ბრაზმა, რომელსაც პატრიოტიზმი ჰქვია, ყველა უნდა გააერთიანოს ბოროტების წინააღმდეგ.


ვიცე-პრემიერი აღნიშნავს, რომ თვითმყოფადობის შესანარჩუნებლად, ყველა ერთად უნდა ეომოს სისხლიან წარსულს და რომ მხოლოდ ასე შეიქმნება მშვიდობიანი, საერთო მომავალი.


"უმძიმესია ჩემთვის აგვისტოს ეს რამდენიმე დღე... 2008 წელს იყო ჯერ შოკი, შემდეგ ვერ შეგუება - წარმოუდგენელი იყო, რომ ასეთი რამე შეიძლებოდა ჩემს სამშობლოში მომხდარიყო, მეგონა ეს ყველაფერი ჯერაც მოუშუშებელ 90-იანებში დარჩა, და ბოლოს გაბრაზება- რატომ?! და ყველა ასე გაბრაზებულები ვართ დღემდე - ამ ბრაზმა უნდა გაგვაერთიანოს ბოროტების წინააღმდეგ, ყველა მოქალაქე, ამ ქვეყნის ყველა შვილი - მავთულხლართის ორივე მხარეს. ამ ბრაზს ქვია დღეს პატრიოტიზმი - და თუ გვინდა ქართველობის, აფხაზობის, ოსობის შენარჩუნება, თუ გვინდა ყველა ეროვნების ადამიანის თვითმყოფადობის შენარჩუნება - ერთად უნდა დავდგეთ, ერთად უნდა ვეომოთ ჩვენს სისხლიან წარსულს ჩვენს ჭრილობებს და გაუცხოებას, მხოლოდ ასე დავძლევთ მტრობას, საერთო ტკივილს და შევქმნით მშვიდ, მშვიდობიან, საერთო მომავალს" , - აცხადებს კახა კალაძე.

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner