logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: დახურეთ ცა უკრაინის თავზე, ამას თუ არ გააკეთებთ, ერთადერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება - თქვენც გსურთ, რომ ძალიან ნელა მოგვკლან
- +

6 მარტი. 2022. 17:39

 

 

„ყოველდღე ვიმეორებთ, დახურეთ ცა უკრაინის თავზე. დახურეთ ყველა რუსული რაკეტისთვის, რუსული ავიაციისთვის, ყველა ამ ტერორისტისთვის. შექმენით ჰუმანიტარული საჰაერო ზონა რაკეტების გარეშე, საჰაერო ბომბების გარეშე“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

 

„ჩვენ ხალხი ვართ და ხალხის დაცვა თქვენი ჰუმანიტარული მოვალეობაა, ეს თქვენ შეგიძლიათ. თუ ამას არ გააკეთებთ, თუ არ მოგვცემთ თვითმფრინავებს, რომ დავიცვათ თავი, მაშინ ერთადერთი დასკვნის გაკეთება შეიძლება - თქვენც გსურთ, რომ ძალიან ნელა მოგვკლან. ეს არის როგორც მსოფლიო პოლიტიკოსების, ასევე დასავლელი ლიდერების პასუხისმგებლობა. ამიერიდან და სამუდამოდ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner