„ნოდარამ ახალი სიუჟეტი მოიფიქრა გვამებზე, მკვლელობებზე და არაადამიანობაზე... არადა სხვა ვიდეოა, სხვა კონტექსტი და სხვა ვითარებაა. რა საჭიროა ხალხის დაშინება? ერთადერთი რამისთვის, რაც შეიძლება უფრო მეტი ისტერია შექმნან, რომ საზოგადოება ფსიქოლოგიურად უკონტროლო გახადონ“, - წერს ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, „ფეიკ-მონტაჟის“ ისტორიაში ახალი სტანდარტი შეიქმნა - „deep nodar,s“ ეფექტი. პუტინის „deep fake“-ზე რომ ღადაობს მთელი მსოფლიო, თქვენ გგონიათ, დიდი განსხვავებაა თქვენს შორის?... რამხელა უბედურება ტრიალებს უკრაინაში, ყველა ვხედავთ და გვაქვს ინფორმაცია, მაგრამ ნოდარამ ახალი სიუჟეტი მოიფიქრა გვამებზე, მკვლელობებზე და არაადამიანობაზე... არადა, სხვა ვიდეოა, სხვა კონტექსტი და სხვა ვითარებაა... რა საჭიროა ხალხის დაშინება? ერთადერთი რამისთვის, რაც შეიძლება უფრო მეტი ისტერია შექმნან, რომ საზოგადოება ფსიქოლოგიურად უკონტროლო გახადონ...
P.S. გილოცავთ, „ფეიკ-მონტაჟის“ ისტორიაში ახალი სტანდარტი შეიქმნა - „deep nodar,s“ ეფექტი“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.