„ხალხის ნდობა ფეიკ-ნიუსებს არ მოაქვს ნოდარ მელაძევ, არა, ყველა ომი დიდი უბედურებაა და ყველაზე დიდ ფასს ხალხი საკუთარი და ახლობლების სიცოცხლითა და სისხლით იხდის. ამ წუთებშიც, მე როცა ამას ვწერ, უმძიმესია ოკუპანტი რუსეთის ქმედება უკრაინელი ხალხის მიმართ“, - წერს საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი „ტვ პირველის“ ეთერში გასული სიუჟეტის შესახებ.
როგორც თამთა მეგრელიშვილი წერს, ვიდეო რომელსაც მაყურებელი ნახავს ეთერში, არის გათხრილი საფლავები რუსეთში.
„ყველა ომი დიდი უბედურებაა და ყველაზე დიდ ფასს ხალხი საკუთარი და ახლობლების სიცოცხლითა და სისხლით იხდის. ამ წუთებშიც, მე როცა ამას ვწერ უმძიმესია ოკუპანტი რუსეთის ქმედება უკრაინელი ხალხის მიმართ. „TV Pirveli“, თქვენთან მაქვს კითხვა, ამ ყველაფრის ფონზე რას ემსახურება თქვენ მიერ მომზადებული სიუჟეტი ფეიკ-ნიუსით? ვიდეო, რომელსაც ახლა მაყურებელი ნახავს ეთერში, არის გათხრილი საფლავები რუსეთში. - ეს არის საფლავები, რომელშიც უნდა ჩაასვენონ უკრაინაში მოკლული ჯარისკაცები. ძალიან მძიმე საყურებელია, მაგრამ დიდი ტყუილია! თქვენ მიერ სიუჟეტში გამოყენებული ვიდეოკადრები გადაღებულია 2021 წლის ოქტომბრის თვეში. ვიდეო გადაღებულია - სურგუტში. ვიდეოს გადამღები სინამდვილეში საუბრობს, რომ ელოდებიან პანდემიის მეოთხე ტალღას. თქვენ სიუჟეტში მისი ხმა აღებულია. ამ მძიმე ვითარებაში რატომ ზრდით ხალხში მღელვარების მუხტს?! რას ემსახურება ეს სიუჟეტი?!!! ხალხის ნდობა ფეიკ-ნიუსებს არ მოაქვს, არა“, - წერს მეგრელიშვილი facebook-ზე.