BBC-ის ცნობით, მექსიკაში ტროპიკული შტორმის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა.
ყველაზე მეტად პუებლას შტატი დაზარალდა, სადაც ადამიანების უმრავლესობა მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაიღუპა.
ტროპიკული შტორმი „ერლი" რეგიონში რამდენიმე დღეა მძვინვარებს.
გასულ კვირას სტიქიამ ბელიზს გადაუარა, რასაც 9 ადამიანი ემსხვერპლა.