logo_geo
eng_logo
მექსიკაში ტროპიკული შტორმის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა
- +

8 აგვისტო. 2016. 10:40



BBC-ის ცნობით, მექსიკაში ტროპიკული შტორმის შედეგად 38 ადამიანი დაიღუპა.

ყველაზე მეტად პუებლას შტატი დაზარალდა, სადაც ადამიანების უმრავლესობა მეწყერის ჩამოწოლის შედეგად დაიღუპა.

ტროპიკული შტორმი „ერლი" რეგიონში რამდენიმე დღეა მძვინვარებს.

გასულ კვირას სტიქიამ ბელიზს გადაუარა, რასაც 9 ადამიანი ემსხვერპლა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner