logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე არახამიაზე: რამხელა ტრაგედიაა უკრაინაში, ქალაქები იბომბება, ბავშვები იღუპებიან და მომლაპარაკებელი ჯგუფის ხელმძღვანელი იცლის და ხელისუფლების დამხობისკენ მოგვიწოდებს
- +

6 მარტი. 2022. 18:38

 

 

„გონჩარენკო და არახამია კი არა, მთელი თქვენი საგარეო პარტნიორები რომ ჩაერთონ საბოტაჟში, ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდებით!“ - ასე მიმართავს ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე „ნაციონალური მოძრაობას“ და სოციალურ ქსელში აზიარებს დავით არახამიას ვიდეომიმართვას, სადაც ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდებს ქართველებს.

 

„რამხელა ტრაგედიაა უკრაინაში, ქალაქები იბომბება, ბავშვები იღუპებიან და მომლაპარაკებელი ჯგუფის ხელმძღვანელი იცლის და გვამუნათებს, თან ხელისუფლების დამხობისკენ მოგვიწოდებს... რა მარაზმია ეს ღია პროვოკაცია?! ახლაც გეპარებათ ვინმეს ეჭვი უკრაინაში პორტირებული ნაც-დესანტის, ადეიშვილიდან დაწყებული მერაბიშვილით დამთავრებული, რომ დიდ გავლენებს ფლობენ ადმინისტრაციაზე? სოლიდარობა პოლიტიკურ აქციით ვერ გადაზარდეს და ახლა ყველა ხერხს ხმარობენ საბოტაჟისთვის... „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - გონჩარენკო და არახამია კი არა, მთელი თქვენი საგარეო პარტნიორები რომ ჩაერთონ საბოტაჟში, ხელისუფლებაში ვერასდროს დაბრუნდებით!“ - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.

 

https://www.facebook.com/watch/tvpirveli/

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner