logo_geo
eng_logo
ვიქტორ ყიფიანი: რუსეთს მკვეთრად შეეზღუდება ომის დაფინანსების საშუალება
- +

7 მარტი. 2022. 01:50

 

 

რუსეთს მკვეთრად შეეზღუდება ომის დაფინანსების საშუალება. ჩვენ დღეს ვხედავთ უპრეცედენტო, სანიმუშო ერთიანობას არა მარტო დასავლეთის მხრიდან, არამედ აზიის ქვეყნების მხრიდან. ერთია, როდესაც კოალიციურ საფუძველზე, მაგრამ მეორეა, როდესაც სექტორალურად, ეროვნულ დონეზე ისინი თავიან სანქციებს აწესებენ რუსულ კომპანიებთან მიმართებაში, ამის შესახებ „ჯეოქეისი“ დამფუძნებელმა, ვიქტორ ყიფიანმა „იმედის კვირას“ განუცხადა.

„ეფექტიანი სასანქციო პოლიტიკა დასავლეთის ხელში რჩებოდა ერთადერთ ქმედით ინსტრუმენტად, რომ რუსეთი აიძულოს დასავლურმა კოალიციამ, ქმედუნარიანი გახდეს და შეთანხმებაზე წამოვიდეს. ძირითადი მზიანი არის რუსული ეკონომიკის ფინანსური საშუალებების გამოფიტვა. სწორედ ამას ემსახურებოდა ცენტრალური ბანკის რეზერვების გაყინვა, რაც ყველაზე ხისტი სანქციაა“, - განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner