logo_geo
eng_logo
უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკების მესამე რაუნდის გამართვა დღეს იგეგმება
- +

7 მარტი. 2022. 10:11

 

 

უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდის გამართვა დღეს იგეგმება. უკრაინული დელეგაციის წევრი დავით არახამია იმ მთავარ საკითხებს ასახელებს, რომლებიც შეთანხმებას უშლის ხელს.

 

მისი თქმით, რუსული მხარე მთავარ მოთხოვნად რუსეთის შემადგენლობაში ყირიმისა და ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებას აყენებს, რაც უკრაინისთვის მიუღებელია და კომპრომისზე წასვლა გამორიცხულია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner