logo_geo
eng_logo
ვოლოდიმირ ზელენსკი: ჩვენ არასდროს ვაპატიებთ საცხოვრებელი სახლების დაბომბვას, რაკეტებს, რომლებიც ჩვენს მიწაზე, ჩვენს ხალხს ეცემა, ჩვენ ვერ ვაპატიებთ უიარაღო ადამიანებისთვის ცეცხლის გახსნას
- +

7 მარტი. 2022. 10:12

 

 

„დღეს მიტევების დღეა, მაგრამ მტერს არასდროს ვაპატიებთ უდანაშაულო ადამიანების მკვლელობას“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა მორიგი მიმართვისას განაცხადა.

 

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლეთის ლიდერები რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ არასათანადო რეაგირებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა. მისი თქმით, აგრესორის შესაჩერებლად მხოლოდ სანქციები საკმარისი არ არის.

 

„დღეს მიტევების დღეა, როდესაც ჩვენ ერთმანეთს ვპატიობთ და ღმერთს ვთხოვთ პატიებას, მაგრამ ბევრს არ ახსოვდა ეს დღე და სიტყვა: მაპატიე და სავალდებულო პასუხი: ღმერთმა გაპატიოს. ამ სიტყვებმა თითქოს მნიშვნელობა დაკარგა მას შემდეგ, რაც ჩვენ გადავიტანეთ. ჩვენ არასდროს მივუტევებთ საცხოვრებელი სახლების დაბომბვას, რაკეტებს, რომლებიც ჩვენს მიწაზე, ჩვენს ხალხს ეცემა. ჩვენ ვერ ვაპატიებთ უიარაღო ადამიანებისთვის ცეცხლის გახსნას, ასობით ადამიანის მკვლელობას, ჩვენი ინფრასტრუქტურის განადგურებას და ამას არც ღმერთი აპატიებს მათ. ისინი არ ჩერდებიან. კიდევ ბევრი ადამიანის მოკვლა სურთ. ხვალისთვის რუსეთმა ჩვენი ტერიტორიების დაბომბვა დააანონსა, ჩვენი საწარმოების, სამხედრო კომპლექსების, სადაც ათასობით ადამიანი მუშაობს. ეს მკვლელობაა, მიზანმიმართული მკვლელობა და მე ვერ დავინახე ვერცერთი დასავლელი ლიდერის რეაქცია. ამით ისინი რუსეთს დაუსჯელობის შეგრძნებას უჩენენ. იმოქმედეთ! ახლა მაინც გააკეთეთ განცხადებები. უნდა გესმოდეთ, რომ სანქციები საკმარისი არ არის. მათ უნდა დაინახონ, რომ მსოფლიო მზადაა ომის შესაჩერებლად. მადლობელი ვარ უკრაინელი გმირი ხალხის, ვინც ჩვენ ქალაქებს იცავს, მაგრამ ამავე დროს, აუცილებელია მშვიდობიანი ადამიანების გამოყვანა ჰუმანიტარული დერეფნებით. ასეთი დერეფნები დღემდე არ არის. დღეს ერთი ოჯახი, ცოლ-ქმარი და ორი ბავშვი მოგვიკლეს, როდესაც ისინი ქალაქიდან გასვლას ცდილობდნენ. ამას არასდროს ვაპატიებთ მათ, დავსჯით ყველას, ვინც ეს სიმხეცე ჩაიდინა“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner